შპს "პრინცის" ოფისი
„ელემენტ ფით-აუთი“ თბილისში, კვინტრაძის ქუჩის №24-ში მდებარე შპს „პრინცის“ საოფისე სივრცეში შიდა სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის საერთო ფართობი 2 000 მ²-ია.
სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტებისა და ხარისხის მაღალი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება და მოიცავს საოფისე სივრცის სრულყოფილად მოწყობას, თანამედროვე, ფუნქციური და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნას.